გაკვეთილი. განხორციელდა ორი საგნის -ჩვენი საქართველოსა და მათემატიკის ინტეგრირება. გაკვეთილი ჩაატარეს პროგრამა "აწავლე საქართველოსთვის" პედაგოგებმა- ისტორიკოსმა დავით ჩივაძემ და მათემატიკოსმა ვალიდა ბაგაურმა. მეექვსე კლასის "ჩვენი საქართველოს" კურსი მოიცავს საკითხებს , რომელიც ეხება საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკურ მახასიათებლებს, ასევე ადამიანის ასაკობრივ პერიოდიზაციას. ამავე კლასში მოსწავლეები შეისწავლიან სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და დიაგრამების სახით წარმოდგენას; შესაბამისად, გაკვეთილის თემად შერჩეულ იქნა უკანაფშავის თემის მოსახლეობის სტატისტიკა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს პრაქტიკულად გამოეყენებინათ თეორიული ცოდნა. მათ , პედაგოგების დავალებით დაიწყეს უკანფშავის თემის მოსახლეობის რაოდენობრივი და ასაკობრივი მახასიათებლების მოძიება. მასალის ნაწილი თემთან ურთიერთობის გზით მოიძიეს,
გარდა ამისა მოიპოვეს ის ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ ამბულატორიას გააჩნდა აღნიშნულ საკითხზე და დაახარისხეს.
გაკვეთილის გეგმა თანამედროვე მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადდა და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა; თავდაპირველად გონებრივი იერიში განხორციელდა , შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს მათ ხელთ არსებული მასალების პრეზენტაცია. გაკვეთილის შემდგომი ნაწილი დაეთმო უკანაფშავის თემის სტატისტიკური მასალების დამუშავებას; მოსწავლეებმა წყვილებში დაამუშავეს ორი სოფლი თხილიანასა და შუაფხოს მონაცემები და ფლიპჩარტებზე, წარმოადგინეს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება სვეტოვანი დიაგრამების სახით; შემდეგ განხორციელდა ჯგუფური სამუშაო; ამჯერად , ბავშვებმა შეისწავლეს მოსახლეობის განაწილება უკანაფშავის თემის სოფლებში და დასკვნით ეტაპზე, წარმოადგინეს წრიული დიაგრამის სახით (ინფორმაციის დახარისხების გასაიოლებლად
მოსწავლეებმა გამოიყენეს დამხმარე ცხრილები). დარჩენილი დრო დაეთმო დამუშავებული მასალის ელექტრონული ფორმით ასახვას PowerPoint-ში, რაც მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით განახორციელეს.
ფინალურ ეტაპზე , მოსწავლეებმა წინდაწინ მომზადებული შეფასების სქემებით შეაფასეს გაკვეთილის მსვლელობა. შეფასების სქემები შეავსეს დამსწრე პედაგოგებმა. მათ გამოყვეს დადებითი და უარყოფითი მხარეები. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ:
- აქტივობები მრავალფეროვანი იყო და შესაბამისობაში მოდიოდა მიზანთან,
- განხორციელდა ცოდნის ტრანსფერი,მოსწავლეებმა პრაქტიკულად გამოიყენეს თეორიულად შეძენილი ცოდნა
- საგაკვეთილო პროცესი აქტიური იყო და ფუნქციები სწორად იყო გადანაწილებული.
- პედაგოგებმა, დაგეგმვის დროს,მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ დროის განაწილებას.
- მასწავლებლებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის , რომ ყველა მოსწავლე აქტიური იყოს საგაკვეთილო პროცესში.
მთლიანობაში,ინტეგრირებული გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა. პროცესის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორმა პედაგოგებმა შეავსეს თვითშეფასების სქემა და გააანალიზეს გაკვეთილის შედეგები.